|
2018-10-08 13:29:43, 1372 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე გვარამიაზე: წარმოუდგენელია, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის დევნისკენ მოუწოდებს
„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. „ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას. როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)