03:23 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 17:31:04, 2176 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის

"ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავის ბატონის ციხის დიდი გალავანი არის სიმბოლო იმისა, თუ რა იყო და რა არის საქართველო.
„კახეთი არის ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ტარდება, თქვენთან, ეს შეხვედრა. აქ, ამ დიდ გალავანში, რომელიც არის მართლაც, სიმბოლო იმისა, თუ რა იყო საქართველო და რა არის საქართველო. დიდი გალავანი, იმიტომ, რომ დაცული უნდა ვიყოთ და მოკრძალებული სასახლე, რადგან ასეთები იყვნენ ჩვენი მონარქები, ჩვენი მეფენი. ამიტომაც, კითხვისას, რომელი სასახლე თბილისში (და ეს კითხვა ზოგს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ), პასუხია – არა ის მასშტაბური სასახლე, არამედ ორბელიანების სასახლე, რომელიც ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics