|
2018-10-07 11:33:42, 6490 ნახვა
კულტურა
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგეს
გოდერძი ჩოხელს 64 წელი შეუსრულდებოდა. სახელოვანი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მშობლიურ სოფელ ჩოხში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგო და ეს დღე მწერლის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად გაატარა. შალვა კერესელიძის განცხადებით გოდერძი ჩოხელმა კუთვნილი დაფასება ცხოვრებაში ვერ მიიღო, მაგრამ ქართველი ერისთვის ის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. „გოდერძი ჩოხელი ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. გოდერძი იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა საკუთარი საქმე, საკუთარი ქვეყანა და ხალხი. სწორედ ხალხისთვის იქმნებოდა ის დიდი ნამუშევრები, რომლისთვისაც მან არაერთი ჯილდო, პრემია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკითხველის სიყვარული დაიმსახურა. დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას და გოდერძის ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად პატივს მივაგებთ მის ხსოვნას“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიების ფარგლებში გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო დოღი. ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძები დაეგემოვნებინათ. ღონისძიებას მხარის გუბერნატორთან ერთად დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)