|
2018-10-05 13:05:01, 701 ნახვა
რეგიონი
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას აამოქმედებს
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას "მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია" აამოქმედებებს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანია მენჯ-ბარძაყის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან მენჯ-ბარძაყის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე 1 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში. გეგმის თანახმად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16,000 ლარით. პროგრამა გათვალისწინებულია 100 ბენეფიციარზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)