|
2018-10-04 14:45:15, 1477 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში მიმდინარე საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს წევრები, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები. შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სოფლებში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საშემოდგომო სამუშაოების მიმდინარეობასა და ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის მოახლოებულ ,,შუახევობის“ დღესასწაულს. განისაზღვრა ზეიმის ლოკაცია, ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობა, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და სპორტული აქტივობები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)