18:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 17:21:35, 988 ნახვა

რეგიონი
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი, სავარაუდოდ ნაცემია

სოფელ ხურვალეთიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი, სავარაუდოდ ნაცემია.

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" დაკავებულის დედაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გალინა ქალეხსაევას განცხადებით, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაკავებულის ნახვის უფლებას არ აძლევენ. ამასთან ის შესაძლოა ნაცემი იყოს, რადგან დედის თქმით, მაია ოთინაშვილმა გამტაცებლებს წინააღმდეგობა გაუწია. ქალეხსაევა ვარაუდობს, რომ იზოლატორში მისი შვილის ყოფნა სწორედ ამ მიზეზით ჭიანურდება.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics