19:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 12:39:05, 2548 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფრეიზერის ინსტიტუტის რეიტინგის მაჩვენებელი არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, ფრეიზერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს შემაჯამებელ რეიტინგს ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ინდექსით. წელს ამ რეიტინგში  საქართველო მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის. მე-9 პოზიციიდან საქართველოს გადასვლა მე-7 პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებსაც დღეს ვატარებთ ქვეყანაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ამგვარი პოზიციონირება, რადგან აღნიშნული რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არა მარტო სტაბილურად ინარჩუნებს მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას, არამედ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ შედეგებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics