18:06 - 07 Jul, 2026
|
2018-10-02 13:05:45, 1027 ნახვა
რეგიონი
ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს 2-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ბრალად ე.წ. საზღვრის კვეთა ედება. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც გაავრცელა. „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებენ ე.წ. კომიტეტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)