|
2018-10-01 10:30:26, 585 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ხიხაძირის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად გაეცნო. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან, საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს მიმართულებით გზისა და საყრდენი კედლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ მიმართულებით 3 კილომეტრამდე ორფენიანი ბეტონის საფარი, ათზე მეტი საყრდენი კედელი მოეწყო, აშენდა ახალი ხიდი. პროექტის ფარგლებში 12,5-კილომეტრამდე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაა გათვალისწინებული. სამუშაოების ღირებულება 1 416 859 ლარს შეადგენს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სოფლის მოსახლეობას გამართული ინფრასტრუქტურა ექნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)