|
2018-09-29 13:42:12, 1419 ნახვა
რეგიონი
ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს
ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ვანი-ხონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჭიჭინაძესთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სევრცეა გათვალისწინებული. ამ დრომდე, ცენტრის 30-მდე თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ახალ შენობებში უკვე განთავსდა ფოთის და ბორჯომის რაიონული სამსახურები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)