|
2018-09-28 17:28:33, 1315 ნახვა
რეგიონი
შუახევში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
შუახევის მუნიციაპლიტეტის მერიის და აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხიჭაურში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია ადგილობრივი სასოფლო-სამეურენო პროდუქციის პოპულარიაზაცია და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ფერმერებს საშუალება მიეცათ რეკლამირება გაუწიონ საკუთარ პროდუქციას. შუახევში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა წელს პირველად გაიმართა. პარალელურად გაიმართა კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და მოსწავლე- ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)