|
2018-09-28 17:21:47, 1464 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, რომლის უკან ახალგაზრდობა დგას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა და ღონისძიების მონაწილე მეცნიერებსა და სტუდენტებს მიესალმა. „განათლება და ახალგაზრდობა - ეს არის გაცხადებული პრიორიტეტი სამთავრობო ხედვის. უნივერსიტეტის გაძლიერების ნაწილში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, განსაკუთრებით გაიზრდება ახალგაზრდების როლი და ის შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდულ ინიციატივებს უჭერს მხარს", - მიმართა ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე შეკრებილ ახალგაზრდებს თორნიკე რიჟვძემ. მისი თქმით, ბათუმში დაგეგმილია ინოვაციური ტექნოპარკის გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ თავიანთი იდეების რეალიზება. „ეს იქნება პლატფორმა, სადაც, ერთი მხრივ, გექნებათ ერთმანეთის გაცნობის საშუალება, მეორე მხრივ კი- წვდომა მექანიზმზე, რომელსაც სახელმწიფო ნერგავს. ზოგადად, ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, ინოვაციის უკან კი ახალი თაობა დგას. განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა ის ცენტრალური ღერძია, რაზეც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის მომავალია დამყარებული“, -აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 26 კარავი საქართველოში მოქმედ ექვს სასწავლებელს და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაეთმო. ღონისძიების მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, ასევე ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)