|
2018-09-21 14:48:18, 8004 ნახვა
კულტურა
პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს მშვიდობისა და საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პირადად გადასცა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დიდი ბედნიერებაა, როდესაც უნარითა და ნიჭით მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს არ ავიწყდებათ საკუთარი სამშობლო და მასზე ზრუნვა ჩვენი ერის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად. ,,ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელვნების და მუსიკის ღირებულებებისათვის ახორციელებთ. დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი მიუღია დღემდე. "ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ კი რამე გამიკეთებია თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, იმ დახმარებებისთვის, მხარში დგომისთვის, რომელიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმოუჩინეთ ფესტივალს მისი დაარსების დღიდან. განსაკუთრებით ბავშვებისა და ფონდ "ლირას" გვერდით დგომისთვის, ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერისათვის. პირველივე დღიდან, როდესაც მე თქვენ აგიხსენით ამ ფესტივალის იდეა. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე", - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ელისო ბოლქვაძე ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ხელოვნების და მუსიკის სფეროში. ,, წელს ჩვენ მიწვეულნი ვიყავით ჩოხატაურში ახალგაზრდა პიანისტებისთვის მის მიერ მოწყობილ კონცერტზე, სადაც ჩვენ ვიხილეთ ლიეტუველი, ქართველი და საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა მშობლების სახეებზე დიდი ბედნიერება დავინახე, ვინაიდან ეს ამ ბავსვებისთვის იყო შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი. საფრანგეთმა, თავის მხრივ, ელისო ბოლქვაძე უკვე 2015 წელს დააჯილდოვა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჯილდოთი, რომელიც მას საქართველში გადაეცა და დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიზიარებ სიხარულს იმისა, რაც გახლავთ საქართველოს მიერ მისთვის ჯილდოს გადაცემა", - განაცხადა ელჩმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)