22:14 - 30 Jul, 2026
|
2018-09-18 13:17:26, 2198 ნახვა
პოლიტიკა
კახა კოჟორიძემ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. კოძორიძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მან პირადი სურვილით მიიღო. "2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას. ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!", - წერს კოჟორიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)