|
2018-09-17 12:07:25, 690 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებს მიულოცა. მინისტრი სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლესთან, გიგლა ზაქარაძესთან ერთად მივიდა და აღსაზრდელებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში დარეგისტრირდა 4 849 პირველკლასელი, ხოლო კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 792 მოსწავლე. „2018 წელს აჭარის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 24 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის, 5 სკოლის მშენებლობა და 19 სკოლის რეაბილიტაცია. ოქტომბრის თვეში გაიხსნება შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟანივრში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის ახალაშენებული სკოლები. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ახალ სასწავლო წელს ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 8 საჯარო სკოლა, ლაბორატორია გადაეცა 6 საჯარო სკოლას, ხოლო მხატვრული ლიტერატურით შეივსო 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა. 2019 წელს იგეგმება 18 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 საჯარო სკოლის შენობის, მათ შორის სპორტულ დარბაზებს. სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სკოლებს: ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა, ქვედა მახოს სკოლა, ახალშენის N1, ბობოყვათის , გვარას, აჭყვისთავის, ხალას, ზედა აჭყვას, ქობულეთის N6 და ბათუმის N1 საჯარო სკოლები. 2019 წელს დაიწყება 6 საჯარო სკოლის და 2 სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობა, შეძენილი იქნება 25 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტი. პროგრამის ბიუჯეტია - 8 173 330 ლარი. 2019 წელს 15 სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით და სკოლის ბიბლიოთეკა შეივსება მხატვრული ლიტერატურით, სპორტული ინვენტარი გადაეცემა 20 საჯარო სკოლას, ინოვაციური სწავლების მეთოდი დაინერგება 10 საჯარო სკოლაში, ფიზიკის, ქიმისაა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გადეცემა 5 საჯარო სკოლას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)