12:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 15:20:28, 506 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში პროექტი „სემინარები ექსპერტიზის შესახებ“ დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის პროექტი „სემინარები ექსპერტიზის შესახებ“ დასრულდა.

პროექტი  სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად 1-ელი ივნისიდან  5 ივნისამდე მიმდინარეობდა. 

პროექტის ფარგლებში  თბილისის საჯარო სკოლებიდან შერჩეულ  15 მოსწავლეს  ბიუროს ექსპერტებმა ჩაუტარეს სემინარები სპეციალობების მიხედვით.

სემინარები შეეხებოდა ისეთ თემატიკას  როგორიცაა,   საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული ექსპერტიზა, ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზა, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა, დაქტილოსკოპია. ლექციების შემდეგ პროექტის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ადგილზე მოინახულეს ის ლაბორატორიები და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელთა დახმარებითაც ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა.

ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ აეღოთ ნიმუშებიც. მონაწილეები ასევე შეხვდნენ სტაჟიორ-ექსპერტებს,რომლებმაც გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები, ისაუბრეს ექსპერტის პროფესიაზე და პერსპექტივებზე ამ სფეროში.

„ლიდერთა სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობს. მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

დანაშაულის პრევენციის ცენტრში პროექტი „სემინარები ექსპერტიზის შესახებ“ მოსწავლეების თხოვნით უკვე მეორედ განხორციელდა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics