14:47 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 14:49:25, 1227 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ბიზნესის დასაწყებად 12 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა

Reboot Digital Agency-მ ბიზნესის დასაწყებად 2018 წლის 12 საუკეთესო ქვეყანა დაასახელა, რომელთა შორის საქართველო მე-4 ადგილზეა, - ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით პირველ ადგილზე ახალი ზელნადიაა (99.96%), მეორე ადგილს კანადა (98.23%) იკავებს, მესამეზე - ჰონგ კონგია (98.14%), მე-4 ადგილზე საქართველოა, რომელმაც 97.84 სარეიტინგო ქულა დააგროვა.

მეხუთე ადგილი იამაიკა - 97.3; მეექვსე ადგილი სინგაპური  - 96.49, მეშვიდე ავსტრალია - 96.47%, მერვე ირლანდია - 95.91, მეცხრე ადგილი სამხრეთ კორეა - 95.83%, მეათე ადგილზე კოსოვოა - 95.67%, მეთერთმეტე ადგილს უზბეკეთი იკავებს - 95.54% და ბოლო, მეთორმეტე ადგილს ესტონეთი იკავებს - 95.15%.

რეიტინგის შესადგენად, სააგენტომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მონაცემები და ისეთი ინდიკატორები გამოიყენა, როგორიცაა ბიზნესის დასაწყებად საჭირო მინიმალური კაპიტალი და დასარეგისტრირებლად საჭირო დრო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics