14:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 11:29:40, 893 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს

ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს, - ამის შესახებ აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით, რაც ბიზნესსექტორს დააინტერესებს.

„საქართველოში საბაჟო პოლიტიკა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც იგი გამორჩეულია მსოფლიოში და ერთადერთია რეგიონში. ესაა თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, მარტივი და სამართლიანი საბაჟო პროცედურები, რომელიც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ესაა ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ბიზნესის და საბაჟო ორგანოს ურთიერთობა. არსებითად მცირდება საბაჟო ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქცია და უფრო მეტად ვითარდება ერთობლივი პარტნიორული ურთიერობები," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას, სტაბილურიბიზნესგარემოს შექმნას, კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, საგარეო ვაჭრობასთანდაკავშირებული დანახარჯების შემცირებას კერძო სექტორისთვის.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კოდექსის საბოლოო მიღებამდე  დაგეგმილი საჯარო განხილვების პერიოდში, ბიზნესისგან მოვისმენ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics