20:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 19:32:11, 3503 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატად 46 ადამიანი დარეგისტრირდა

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის 46-მა  მსურველმა მიმართა“, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატის დარეგისტრირება საღამოს 6 საათზე შეწყდა.

„კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება, კანონმდებლობით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება“,  - განაცხადა  ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics