13:25 - 07 Jul, 2026
|
2018-09-08 14:26:17, 878 ნახვა
რეგიონი
საშტორმო გაფრთხილების მიუხედავად, მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს
საშტორმო გაფრთხილების მიუხედავად, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს კიდევ მოუწოდებს, მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ. ცნობისთვის, შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, ტალღების სიგრძე კი, 4 მეტრს მიაღწევს. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. „კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)