|
2018-09-07 19:24:20, 1234 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირას დაიწყება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირას დაიწყება. „ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს - ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საქმე ეხება ამ შემთხვევაში მარიხუანას და ამ კუთხით არის დღეს ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას. ამაზე სასწრაფოდ არის საჭირო კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა",- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში იქნება უზრუნველყოფილი. „ასევე, რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც სხვა ტიპის ნარკოტიკებს და შესაბამის საკითხებს ეხება, ამაზე მუშაობა გაგრძელდება. შეიძლება, ერთიან პაკეტშიც განვიხილოთ ორივე ეს საკითხი",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)