20:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 17:51:17, 1329 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრაზე აღინიშნა.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პარტნიორობას, ასევე - ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით კონცეფციაზე - „მწვანე ეკონომიკა", რომელიც ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღებასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოში „ყაზახინვესტის" წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა, რაც ქვეყანაში მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics