14:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 12:57:10, 1468 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. 

საგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.

„ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 79% (170700 ბოთლი), პოლონეთი - 31% (2121474), დიდი ბრიტანეთი - 17% (52732), აშშ - 2% (291640), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 65% (30456), გერმანია - 32% (339370), ნიდერლანდები - 25% (42735), ლიეტუვა - 12% (280338), ლატვია - 12% (1077696), ესტონეთი - 2% (336302) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი - 81% (140370), უკრაინა - 40% (6070218), ყაზახეთი - 36% (2313378), რუსეთი - 17% (33270854), ბელარუსი 12% (1012062) და სხვა.                  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (33270854), უკრაინა (6070218),  ჩინეთი  (4113328), ყაზახეთი  (2313378) და პოლონეთი (2121474).  

ამასთან, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 9% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 80%. სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics