14:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 12:09:44, 1379 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ვაჭრობის ფინანსირების გარიგება აზიის განვითარების ბანკის მიერ წლის გარიგებად დასახელდა

„მთელი საქართველოს ბანკის“ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით განხორციელებული, 75 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გარიგება, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (TFP) ფარგლებში წლის სავაჭრო გარიგებად დასახელდა.

გარიგება 2017 წელს Citi Bank-ის შუამდგომლობით, ასევე აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით განხორციელდა. გარიგება წარმოადგენს Citi Bank-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის ორგანიზებულ რიგით მეოთხე სინდიკაციას და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო გარიგებას, რომელიც  ვაჭრობის ფინანსირების კუთხით - CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა) წევრ ქვეყნებში განხორციელდა.  

„მოხარული ვარ, ვიყოთ მონაწილე მნიშვნელოვანი კოლაბორაციისა, რომელიც  საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან ბანკებს შორის ხორციელდება. აღსანიშნავია, როდესაც ასეთი წარმატებული კომპანიები ერთად მუშაობენ, რათა შექმნან ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტები, როგორც კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის საქართველოში. სწორედ ამ გარიგებამ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეღრმავებინა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და დაგვეფინანსებინა 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება. განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ტრანზაქციები წარმოებასა და ენერგეტიკულ სექტორებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოში, ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერისთვის, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics