|
2018-09-05 12:59:25, 532 ნახვა
რეგიონი
თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს
8-11 სექტემბერს თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს. ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან. ოთხდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან. ბანაკში მონაწილეობისათვის, საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/JQuJis თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)