|
2018-09-05 12:51:41, 1090 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, რომ ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ
„ერთადერთი ვისაც, პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს რუსი ჟურნალისტების ჩამოსვლიდან, არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი, თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საგრანტო დაფინანსებით იმართება. ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მედიაფორუმის თბილისში გამართვა საფრთხის შემცველი არ არის. „რუსეთის ხელისუფელბის დაფინანსებით არის ყველა ფონდი, რომელიც არსებობს და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ მე არ მგონია, რომ მათ რაიმე რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რათა ჩვენ საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ, სხვანაირად აფიქრებინონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან და ამ სკანდალური შეკითხვების პასუხებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რითაც არ მგონია, რომ დიდად გაიმარჯვოს რუსული პროპაგანდის თემის წამოწევაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)