|
2018-08-31 17:54:20, 1275 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებული დასკვნა სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს
„დასკვნის არსებული ვერსია კომპეტენტური ნამდვილად არ არის, სამართლებრივად დაბალი დონის დოკუმენტია“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ და ხორავას ქუჩის საქმეზე შექმილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ამავე კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის პირველადი ვერსია. მდინარაძის განმარტებით, კომისიის დასკვნა სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს. „მე დასკვნის შინაარსში ნამდვილად ვერ შევალთ, მაგრამ მას ალბათ დასკვნასაც ვერ ვუწოდებთ, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ვერსია კომპეტენტური ნამდვილად არ არის, სამართლებრივად არის ძალიან დაბალი დონის დოკუმენტი, არგუმენტაციასთან მიმართებაშიც ასეა. თუ ოდნავ მაინც რომელიმე მათგანი ვინც ეს დასკვნა შეადგინა უფრთხილდება პარლამენტის კომისიის პრესტიჟს, იმედს დავიტოვებთ, რომ სამართლებრივ ხარვეზებს ცოტა მაინც გაასწორებენ. მერე შეიძლება მსჯელობა და კამათი დასკვნის შინაარსსა და რეკომენდაციებზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტს 20 სექტემბერს წარუდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)