|
2018-08-31 16:32:48, 1211 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული
„ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსთან ერთად, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 5 წლის განმავლობაში მისი მთავარი ბარომეტრი იყოს ის, თუ როგორ ხვდებოდა ხალხი ქუჩებში. „დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა, და აი ამ რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ დუშეთისა და თბილისის ქუჩებში ჩემი მთავრი ბარომეტრი იყო ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამ განცდით ვრწმუნდებოდი, რომ მე სწორი გზით მივდიოდი თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)