09:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 12:08:51, 1583 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე, კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

თავდაპირველად მის მიმართ აგრესია ჰოლანდიის ჩემპიონატში, „ვიტესის“ ერთ-ერთ მატჩში, ცისარტყელას ფერებში შეღებილმა კაპიტნის სამკლაურმა გამოიწვია, რომლითაც ფეხბურთელი „ფობიის საწინააღმდეგო კამპანიას“ შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოს გადასცემს, ფეხბურთელის მიმართ აგრეისულად განწყობილი პირები კვლავ გააქტიურდნენ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics