|
2015-06-04 18:45:28, 427 ნახვა
საზოგადოება
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დილიდან სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი და გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ერთად, გამწავანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. კიკვიძის (ვეტერანთა კულტურისა და დასვენების) პარკში ტუიას სახეობის 100-მდე ნერგი დაირგვება. აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღესვე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საფრანგეთის ელჩთან რენე სალენსისთან და გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალურ კონფერენციას - ” კლიმატის ცვლილება” გახნის. ღონისძიება მსფოლიოს 100 ქვეყანაში ტარდება და მასში 10,000- მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას. წელს ღონისძიებას საქართველოც უერთდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს 120 -მდე მოქალაქე საქართველოს ყველა რეგიონიდან. კონფერენციის მონაწილეებს კლიმატის ცვლილებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდებთ, რის შემდეგაც აუდიტორია მიიღებს კითხვებს კლიმატის ცვლილების თემაზე. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეების მიერ გაცემული პასუხები შეგროვდება და გადაიგზავნება კონფერენციის საერთაშორისო საიტზე. შედეგად მსოფლიოს 100 ქვეყანას შორის, გარემოსდაცვით რუკაზე, საქართველოც განათდება, როგორც ქვეყანა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გლობალურ სამოქალაქო დიკსუსიაში და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კლიმატის ცვლილებების შესახებ. ღონისძიებაზე შეგროვებული ინფორმაცია შემდგომში წარმოადგენილი იქნება გაეროს COP21 - მხარეების საერთაშორისო კონფერენციაზე.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე თვინინგის პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ - დახურვის ღონისძიება გაიმართება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტების მიერ, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის მენეჯმენტის გეგმა მომზადდა, რომლის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერება. სხვადასვა სამთავრობო, დონორ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბორის იაროჩევიჩი მიმართავენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ ადამიანების მიერ ბუნებრივი რესურსების მოხმარება არამდგრადია და დედამიწის ბუნებრივი რეგენერაციის უნარი თანდათანობით იკარგება. დღეს, ადამიანები მოიხმარენ 1,5 პლანეტის ექვივალენტ ბუნებრივ რესურსს, რაც ნიშნავს რომ დედამიწას ჭირდება 1 წელი და 6 თვე იმისთვის, რომ აღადგინოს დანახარჯი. თუ წარმოება და მოხმარება ამ ტემპით გაგრძელდა, 2030 წლისათვის 2 პლანეტა იქნება საჭირო ადამიანების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. წლევანდელი სლოგანი „იცოდე მეტი გარემოზე“ სწორედ დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსების მოხმარებას უკავშირდება. სლოგანი გამოხატავს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების სტაბილიზაციასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)