|
2018-08-22 15:52:15, 1132 ნახვა
კომენტარი
არჩილ ტატუნაშვილის დედა: მე თუ ვერ მოვესწრები, მომავალი თაობა მოესწრება - არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები
„მე თუ ვერ მოვესწრები, ჩვენი მომავალი თაობა მოესწრება, დაინახავს როგორ არაადამიანურად აწამეს ჩემი შვილი და პასუხი უნდა აგონ იმათ“, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა. ტატუნაშვილის ოჯახი ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ელოდება. „რადგან ეს დოკუმენტაცია იგზავნება სტრასბურგში, იმედი მომეცა სიმართლის დადგენის. ჩემი შვილი აწამეს და ისინი აცხადებდნენ, რომ წამების შედეგად არაა, ბუნერივი სიკვდილით გარდაიცვალაო, თითქოს გულის შეტევით. მე თუ ვერ მოვესწრები, ჩვენი მომავალი თაობა მოესწრება, დაინახავს როგორ არაადამიანურად აწამეს ჩემი შვილი და პასუხი უნდა აგონ იმათ. აუცილებლად უნდა აგონ, არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები“, - განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)