|
2018-08-17 12:35:47, 1033 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ანგელა მერკელის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია
გერმანიის კანცლერის მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანგელა მერკელის ვიზიტი ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს. გერმანიის კანცლერთან ერთად საქართველოს ეწვევიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგება საუბარი და ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ. „მოგეხსენებათ 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი ქალბატონი მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონ კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი, ნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას. “წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)