|
2018-08-16 14:14:40, 1079 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი შამბას განცხადებაზე: მის განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ
„მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის, სერგეი შამბას განცხადებას. მისივე თქმით, განწყობა და ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში იკვეთება. „ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ. ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ასევე,გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების გარეშე არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტა. „დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის“, -განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)