17:30 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 15:20:36, 1147 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი ზოიძე: ომთან მიმართებაში, ყველა კანდიდატს უფლება აქვს თავისი პოზიცია გამოხატოს

„გადაწყვეტილებას თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დავუჭერთ მხარს, მივიღებთ თვის ბოლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზოიძემ დაადასტურა, რომ მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

„გადაწყვეტილება ჩვენ არ გვქონდა მიღებული, რომ დავუჭერდით სალომე ზურაბიშვილს მხარს. მე ვცემ პატივს, ქალბატონ სალომეს, მაგრამ გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული და თუ ვის დავუჭერთ მხარს, გადაწყვეტილებას მივიღებთ თვის ბოლოს. რაც შეეხება ომთან მიმართებაში, ყველა კანდიდატს უფლება აქვს თავისი პოზიცია გამოხატოს და რომ რუსეთი აგრესორია, ოკუპანტი და მტერი, ამას ამაზე მთელი ქართველი ხალხი შეთანხმებულია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics