17:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 14:28:02, 1039 ნახვა

პოლიტიკა
უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტთან შეხვედრა გადაიფიქრა

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე, პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა.

უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, პესიმისტურია.

„ჩვენი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, არის პესიმისტური. წარსულმა გვაჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებებში კონსულტაციებს არსებითი გავლენა არ ჰქონია არცერთ შემთხვევაში - როგორც წესი, პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში თავის თანამშრომლებს ნიშნავდა. როდესაც პარლამენტის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კინკლაობად მიიჩნევს - გაუგებარია, მაშინ წინასწარი კონსულტაციები რა შედეგის მისაღწევად ტარდება? აზრს კარგავს ამ პროცესში შესვლა და კონსულტაციები, ვიდრე კანდიდატურა არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტის მრჩევლები არასამთავრობოებთან კონსულტაციებს აგრძელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics