|
2018-08-09 13:00:50, 1271 ნახვა
სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განაცხადა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი. „სასამრთლომ მიიღო გადწყვეტილება, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. მიმალვის და ზომემოქმედების საფრთხე არსებობდა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს და დაუყონებლივ განთავისუფლდნენ ისინი დარბაზიდან“, - აღნიშნა ადვოკატმა. პროკურორ გიორგი ქობულაძის განმარტებით, არანაირი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა და სასამართლოს არ უნდა მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, მსჯავრდებული გ.ჯ. დაიკითხა. „უნდა ყოფილიყო ახალი არსებითი გარემოება, რომ მოსამართლეს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება, დღეს დაიკითხა მოწმის სახით გ.ჯ. რომელიც ისედაც იმყოფება პენიტენციალური დაწესებულებაში, ანუ მას თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული სასჯელის სახით, შესაბამისად მასზე ზემოქმედების საფრთხის გამო, ბრალდებულებს არ ჰქონდათ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ანუ მასზე ზემოქმედებას მაინც ვერ მოხდენდნენ ისინი. აქედან გამომდინარე, დღეს არანაირი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა და სასამართლოს არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)