16:35 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 12:56:09, 1136 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების რეგისტრაციის და კადასტრის სისტემის ქართული მოდელის გაცნობა და საჯარო რეესტრის გამოცდილების გაზიარება იყო.  

დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ივანე ცარციძესთან ერთად საჯარო რეესტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ყაზახ კოლეგებს რეგისტრაციის სისტემის, სერვისების და მიწის რეგისტრაციის რეფორმის, ასევე კადასტრის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. რვაწევრიან დელეგაციას საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაც გაუზიარეს. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართა  ტური კადასტრის სამსახურსა და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics