|
2018-08-07 11:38:10, 711 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია აგრესია
აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციის და უკანონო დაკავების 10 წელი. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც უკავშირდება ტკივილს და უსამართლობას, დღე, რომელიც არ არის მხოლოდ 10 წლის წინანდელი წარსული, ეს გამოწვევები დღემდე ღიად რჩება და ის არის მთავარი ბარიერი არსებული გამოწვევების მშვიდობიანად გადაჭრის მოლოდინში.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)