|
2018-08-06 15:36:45, 720 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: მხოლოდ სრულ იდიოტებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო (ვიდეო)
მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო. "საქართველოში შეჭრის მიზანი არ იყო მხოლოდ თავდასხმა საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რადგან მაშინ ქვეყანაში უამრავი, რუსეთისთვის არასასიამოვნო რეფორმა ხორციელდებოდა. მიზანი იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს გაუქმება. ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს. ჰკითხეთ რუს დედებს, ვის შვილებსაც აგზავნიდნენ, ჰკითხეთ პოლკოვნიკ კაზაჩენკოს, რომელიც დილის 03:00 საათზე ხეობაში თავის პოლკთან ერთად შემოვიდა. ბაღაფში ცოცხალი რომ ყოფილიყო მისთვისაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, როდესაც 24 საათით ადრე განაცხადა, რომ ის დააწყნარეს, რადგან რუსული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმე კიდევ ამ კითხვას მისვამს, ის ნაძირალა, დებილი ან იდიოტია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)