06:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 10:33:31, 1951 ნახვა

სხვადასხვა
პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას იძულებით ჩამორთმეული რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება იგეგმება

სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი იწყება, - აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა  იმუშავეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე კვირას რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება იგეგმება.

ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ეტაპობრივად განხორციელდება.

„ეს ვერ შეეხება წლების განმავლობაში ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების მხრიდან ყველა დაზარალებულს, თუმცა პროცესი დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშესახები გახდეს დაზარალებული მოსახლეობისთვის და მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და ძალიან კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics