|
2015-06-03 20:12:40, 434 ნახვა
საზოგადოება
ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა
ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაესწრნენ. „ჩაქვში სასწრაფო დახმარების 2 ეკიპაჟია მობილიზებული. წლების განმავლობაში, ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის 24 თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. ახალი, კეთილმოწყობილი 60 კვ. მეტრ ფართობის შენობა, რომელიც მთლიანად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩაქვის რაიონული ცენტრს გადაეცა, ხუთი ოთახისგან შედგება. აქვეა გამოყოფილი მოსასვენებელი ოთახები ექიმის, ექთნისა და მძღოლისთვის. ჩაქვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ახალი ადმინისტრაციული შენობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას რაიონული ცენტრების შენობები წარმოადგენს, სადაც არ არის შესაბამისი პირობები მომსახურე პერსონალის განთავსებისა და დასვენებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სსდ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა დმანისში, ქუთაისში, თიანეთსა და ყვარელში“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)