|
2015-06-03 17:39:58, 577 ნახვა
საზოგადოება
ლომისაზე 20–მდე ადამიანი დაშავდა
ლომისობის დღესასწაულზე უამინდობის გამო 20–მდე ადამიანი დაშავდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ლომისას სალოცავთან ხანგრძლივი წვიმის გამო ნიადაგი დასველებულია და გადაადგილებაც გართულებულია. მათივე ინფორმაციით, 20–მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს: ფეხის მოტეხილობები, მყესის დაჭიმვა. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არ არიან. ამასთან, სააგენტოს პრესსამსახურის თქმით, ლომისასთან 2 ბავშვი იყო დაკარგული, რომლებიც მაშველებმა იპოვეს და მშობლებს უვნებლად მიუყვანეს. „უამინდობის გამო ნიადაგი დასველებულია, რადგან დილიდან წვიმდა და ფეხის მიკიდება ჭირს. დაშავებულია 20–მდე ადამიანი, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს :ფეხის მოტეხილობა, მყესის დაჭივმა. დილიდან 45 მაშველი ადგილზეა მობილიზებული. ასევე დაკარგული იყო 2 ბავშვი, რომლებიც მაშველებმა იპოვეს და მშობლებს უვნებლად მიუყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)