|
2018-08-01 11:42:31, 682 ნახვა
პოლიტიკა
NDI: 12% აცხადებს, რომ არჩევნების შემთხვევაში „ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% - ენმ-ს, 6% კი, გიორგი მარგველაშვილს
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას. კითხვაზე - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდა, 12%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატი დაასახელა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7% კი, სხვა კანდიდატებს. გამოკითხული მოსახლეობის 17% ამტკიცებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)