13:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 11:15:59, 887 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება ორი რამით - სასახლეში შევიდა და მე ჩამომართვა მოქალაქეობა

„ჩემთვის იქნება კონკურენტი მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაყენებული კანდიდატი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნისნა, ყოფილი პრემიერი ევანიშვილი "ხალხის გაბრიყვებას ვერ შეძლებს". 

"ივანიშვილი ვისაც დააყენებს და ვისაც მხარს დაუჭერს, რა დროშითაც არ უნდა გამოდიოდეს, იმას ქართველი ხალხი ამოიცნობს ორ წუთში. ამიტომ ივანიშვილი ხალხს ვერ გააბრიყვებს. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით - შევიდა და არ გააყიდინა რეზიდენცია ივანიშვილს, გადაარჩინა სასახლე, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი და იმით, რომ ჩამომართვა მოქალაქეობა. შეიძლება შევიდეს მესამე რამითაც, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები და მე დამიბრუნოს მოქალაქეობა, მაგრამ არ მგონია მას ამის გამბედაობა ეყოს. მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი. საქართველომ დაკარგა ბოლო ხუთი წელი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის - ეს ხომ ყველასთვის ცხადია. რა დარჩება მისგან, გარდა იმისა, რომ თავის თავზე თქვა - „მე ვარ პლასტელინი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics