|
2018-07-31 17:54:56, 640 ნახვა
რეგიონი
ხულოში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება
ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთის ტურიზმის განვითარების საქმეში. ხულოს პროფესიული სასწავლებლი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის" ფილიალი იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)