04:52 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 13:06:12, 1145 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბექა წიქარიშვილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა.

საქმის მოსამართლემ წიქარიშვილი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა, თუმცა საქმე ასევე წვრილმანი ხულიგნობასაც ეხებოდა.

როგორც წიქარიშვილმა სხდომის დაწყეამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია წაყენებული ბრალდებების არსი.

„შეკრებილები, სადაც ვიყავით იქიდან, იმის გამო, რომ ხელში მეჭირა რუპორი, მომიპარეს და 7 საათის განმავლობაში ვიყავი თავისუფლება აღკვეთილი უკანონოდ. ამის მიუხედავად, პოლიცია დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას მედავება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც გაიზიარა სასამართლომ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, 12 მაისის ღამეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი, ბექა წიქარიშვილის დააკავეს. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics