|
2015-06-03 14:11:13, 547 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო სპორტული თევზაობის დანერგვას გეგმავს, პირნციპით "დაიჭირე-გაუშვი"
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სპორტული თევზაობის დანერგვას გეგმავს, პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი". ამის შესახებ აღნიშნული უწყების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტზე განაცხადა. „ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, როგორ შეიძლება სპორტული თევზაობა, პრინციპით დაიჭირე-გაუშვი, იყოს დანერგილი. მოსალოდნელია , თუნდაც საერთაშორისო დონის ტურნირები გაიმართოს საქართველოში და ეს იქნება დამატებითი შემოსავლები ეკონომიკისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების ქსელის განვითარებისათვის“,- აღნიშნა აგულაშვილმა. ამასთან, მინისტრი ქვეყანაში ვიზიტორების ზრდას ვარაუდობს. „მაგალითად, იმის გამო, რომ ყირიმს უკრაინელები, ბელორუსები და ბალტიისპირელები ვეღარ ითვისებენ, თუნდაც, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მხრიდან შეთავაზებები. ჩვენი ქვეყანა, როგორც ტურიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, უფრო მეტად საინტერესო უნდა გახდეს. ასევე ვმუშაობთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)