03:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 11:47:25, 951 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური: გამოძიების ფარგლებში ხის გადამამუშავებელ როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს შევამოწმებთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინურ და ირანულ) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.

დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics