12:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 18:18:36, 843 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: გურიის გუბერნატორი ხემ გადაარჩინა

„ხემ გუბერნატორი გადაარჩინა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საკუთარ facebook-ის გვერდზე დაწერა.

გოცორიძე გუბერნატორების გათავისუფლებას და გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობაზე დატოვებას გამოეხმაურა.

„წუხელ გუბერნატორებს დაურეკეს და აუწყეს, რომ გადაყენებული ბრძანდებითო. დაემშვიდობა გურიის გუბერნატორი თანამშრომლებს თვალზე ცრემლმორეული, დილით კი უთხრეს, რომ მხოლოდ მას ტოვებენ თანამდებობაზე. გაირკვა, რომ გიგანტური ხეების გადარგვა ბიძინა ივანიშვილის პარკში ჯერ კიდევ არ ყოფილა დასრულებული. ამ კაცის მთავარი ფუნქცია თურმე ხეების გაცილება ყოფილა. ბედი არ გინდა?!“, - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება პრემიერმა არ დააკმაყოფილა და ჭანუყვაძე პოსტზე დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics