|
2018-07-25 17:09:04, 641 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ჭადრაკის ოლიმპიადის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჭადრაკის ოლიმპიადის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ოლიმპიადის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ. საორგანიზაციო საკითხების განხილვამდე ხაზი გაესვა მსოფლიო ოლიმპიადის მნიშვნელობას როგორც ჭადრაკის მიმართულებით ცნობიერების გაზრდის, ისე ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფიდეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დასმული საკითხების ძირითადი ნაწილი გადაჭრილია. რჩება რიგი საკითხები, რომელთა შესრულება სამთავრობო კომისიის დახმარებით სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოლიმპიადის ირგვლივ არსებული ყველა აქტუალური საკითხი სამუშაო შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)